"გუნდმა ისეთ რაღაცებს მიაღწია, რაზეც სხვები მხოლოდ ოცნებობენ" - თემურ ქეცბაია "გუნდმა ისეთ რაღაცებს მიაღწია, რაზეც სხვები მხოლოდ ოცნებობენ" - თემურ ქეცბაია » Footballnews "გუნდმა ისეთ რაღაცებს მიაღწია, რაზეც სხვები მხოლოდ ოცნებობენ" - თემურ ქეცბაია
გათიშვა

"გუნდმა ისეთ რაღაცებს მიაღწია, რაზეც სხვები მხოლოდ ოცნებობენ" - თემურ ქეცბაია

"გუნდმა ისეთ რაღაცებს მიაღწია, რაზეც სხვები მხოლოდ ოცნებობენ" - თემურ ქეცბაია
1 თვის და 3 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე

კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში, თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" საკუთარ მოედანზე "არისს" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. 

მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა. 

"დიდი ძალისხმევა გავწიეთ ისეთი კარგი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „არისია“, გუნდის, რომელიც სამი წლის განმავლობაში შენდებოდა და არ ჰგავს ჩვენს გუნდს, რომელსაც ძალიან პრობლემური ზაფხული ჰქონდა. 

"მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ პერიოდის განმავლობაში დიდი დახმარება გაგვიწიეს. მინდა ვუთხრა მათ, რომ „ანორთოსისმა“ გაცილებით უარესი გადაიტანა, მაგრამ დაბრუნდა, შესანიშნავი თამაში აჩვენა და ისეთ რაღაცებს მიაღწია, რაზეც სხვები მხოლოდ ოცნებობენ. 

"მჯერა, რომ გუნდში არსებულ პრობლემებს გადავლახავთ და ისეთი გუნდი გვეყოლება, როგორიც ხალხს სურს. 

"გოლი 30 წუთში გავიტანეთ, მაგრამ მალევე გავუშვით, კონცენტრაცია დავკარგეთ და ფრედ ვითამაშეთ", - თქვა ქეცბაიამ.

FACEBOOK კომენტარები