უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა » Footballnews უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
გათიშვა

უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა

უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
1 დღის წინ
გიორგი სოხაძე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:

"27-28 ოქტომბერს, სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას ეროვნულ ნაკრებთა ტურნირებისა და ფეხბურთის კომიტეტის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ფეხბურთის კომიტეტის სხდომა შვეიცარიაში ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით წარიმართა. ნიონში გამართულ შეხვედრებზე კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის უეფას საკლუბო და სანაკრებო ტურნირების სამომავლო გეგმები და თამაშის წესებთან დაკავშირებული საკითხები. კომიტეტის წევრებმა აგრეთვე შეაჯამეს ბოლო ერთი წლის მანძილზე უეფას ეგიდით გამართული მასშტაბური სანაკრებო ჩემპიონატები. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა  ქალთა ევროპის ჩემპიონატი და 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი იყო.

საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნულ კომიტეტს 2019 წლიდან ხელმძღვანელობს. სფფ-ის პრეზიდენტი 2023 წლიდან ასევე უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრია, ხოლო 2025 წლის ოქტომბრიდან ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეა".

FACEBOOK კომენტარები