პორტუგალიური მედია: "ქოჩორაშვილი სათადარიგოთა სიაში გადავიდა" პორტუგალიური მედია: "ქოჩორაშვილი სათადარიგოთა სიაში გადავიდა" » Footballnews პორტუგალიური მედია: "ქოჩორაშვილი სათადარიგოთა სიაში გადავიდა"
გათიშვა

პორტუგალიური მედია: "ქოჩორაშვილი სათადარიგოთა სიაში გადავიდა"

პორტუგალიური მედია: "ქოჩორაშვილი სათადარიგოთა სიაში გადავიდა"
1 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი არახამია

გიორგი ქოჩორაშვილის პოზიცია „სპორტინგში“ შესამჩნევად შეიცვალა. მიმდინარე სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში 513 წუთი მოედანზე გაატარა, თუმცა უკვე გარკვეული დროა, ძირითად შემადგენლობაში მისი ადგილი არ არის გარანტირებული.

პორტუგალიური გამოცემა A Bola წერს, რომ რუი ბორჟესმა გუნდის შუა ხაზში პრიორიტეტი ჟოაუ სიმოესს მიანიჭა. ქართველის მთავარი კონკურენტი თავდაპირველად ჰიდემასა მორიტა იყო, თუმცა ბოლო პერიოდში სიმოესმა ბრწყინვალე შეხვედრები ჩაატარა და მწვრთნელის ნდობაც მოიპოვა.

წყაროს ინფორმაციით, ბორჟესი აპირებს ახალგაზრდა პორტუგალიელს მეტი შანსი მისცეს — არსებობს შანსი, რომ სიმოესმა მორიტას პოზიციაც კი დაიკავოს.

ამ ვითარებაში ქოჩორაშვილი უკვე მესამე არჩევანი გახდა და „სპორტინგის“ მომდევნო შეხვედრაში „ალვერკას“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდება.




FACEBOOK კომენტარები