სასიხარულო სიახლე „უოტფორდის“ გულშემატკივრებისთვის — გიორგი ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მის დაბრუნებას მოედანზე მალე უნდა ველოდოთ.
ინგლისურმა კლუბმა ქართველის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ 26 წლის შემტევი თანაგუნდელებთან ერთად ბურთთან ერთად ვარჯიშობს.
ჩაკვეტაძემ ბოლოს 2025 წლის 5 აპრილს ითამაშა, როდესაც „ბრისტოლ სიტისთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და 31-ე წუთზე მოედანი დატოვა, მას შემდეგ ქართველი ფეხბურთელი აღდგენითი პროცესის გავლას განაგრძობდა.
ბოლო ცნობებით, გიორგი ჯერ სრული დატვირთვით არ ვარჯიშობს, თუმცა ფორმის აღდგენის ბოლო ეტაპზეა და კლუბის სამწვრთნელო შტაბი ოპტიმისტურად არის განწყობილი — მისი დაბრუნება მომდევნო კვირის დასაწყისში, „იფსვიჩთან“ შეხვედრაშია მოსალოდნელი.
მანამდე „უოტფორდი“ 1 ნოემბერს „მიდლსბროს“ დაუპირისპირდება, სადაც ჩაკვეტაძის მონაწილეობა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა გუნდის გეგმებში უკვე აქტიურად ფიგურირებს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ