რა მოხდა ბოლოს, როდესაც გიორგი მამარდაშვილი მადრიდის "რეალს" ეთამაშა რა მოხდა ბოლოს, როდესაც გიორგი მამარდაშვილი მადრიდის "რეალს" ეთამაშა » Footballnews რა მოხდა ბოლოს, როდესაც გიორგი მამარდაშვილი მადრიდის "რეალს" ეთამაშა
გათიშვა

რა მოხდა ბოლოს, როდესაც გიორგი მამარდაშვილი მადრიდის "რეალს" ეთამაშა

რა მოხდა ბოლოს, როდესაც გიორგი მამარდაშვილი მადრიდის "რეალს" ეთამაშა
5 დღის და 19 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე

4 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში "ლივერპული" "ენფიდლზე" მადრიდის "რეალს" შეხვდება.

დადასტურებულად ვიცით, რომ ამ მატჩში მონაწილეობას გიორგი მამარდაშვილიც მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს, როცა ქართველი კიპერი "ბლანკოსს" შეხვდა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სამეფო გუნდი" დაამარცხა.

ბუნებრივია, მაშინ გიორგი "ვალენსიას" ღირსებას იცავდა და ზემოთხსენებულ მატჩში ვინისიუს ჟუნიორს პენალტიც აუღო.

ეს დაპირისპირება 2025 წლის აპრილში შედგა, სადაც "ღამურებმა" მეტოქე ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხეს.

რაც შეეხება "ლივერპულისა" და "რეალის" თამაშს, აღნიშნული შეხვედრა ჩვენი დროით 23:55 საათზე დაიწყება.

FACEBOOK კომენტარები