ზურიკო დავითაშვილს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა ზურიკო დავითაშვილს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა » Footballnews ზურიკო დავითაშვილს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
გათიშვა

ზურიკო დავითაშვილს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

ზურიკო დავითაშვილს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
21 1 საათის და 57 წუთის წინ
გიორგი არახამია

თურქული გამოცემა Fanatik-ის ინფორმაციით, სტამბოლის „ბეშიქთაში“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერის საკითხზე უკვე შევიდა მოქმედებაში — კლუბმა ფეხბურთელის აგენტთან პირველი კონტაქტი დაამყარა და მზადაა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყოს.

„ბეშიქთაშის“ მთავარ მწვრთნელს, სერგენ იალჩინს, მაღალი კლასის მარცხენა გარემარბის დამატება სურს და ამ პოზიციაზე მისი მთავარი სამიზნე სწორედ დავითაშვილია. 

კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ ქართველი შემტევის ტრანსფერი ზამთარში გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მოაგვარებს.

ზურიკომ გასულ სეზონში „სენტ-ეტიენთან“ ერთად შესანიშნავი მაჩვენებელი დააფიქსირა ლიგა 1-ში — 33 მატჩში 9 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა.

ზაფხულში მას კლუბის შეცვლა სურდა, თუმცა ფრანგებმა არ გაუშვეს. ახლა კი ვითარება შეიცვალა — დავითაშვილის სათამაშო დრო შემცირებულია, ხოლო „სენტ-ეტიენი“ მის გარეშე გამარჯვებებს ახერხებს.

მიმდინარე სეზონში ქართველი შემტევი ლიგა 2-ში ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს აჩვენებს: დავითაშვილმა 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა სიაში ლიდერებს მხოლოდ ორი ბურთით ჩამორჩება.

მიუხედავად ამისა, ბოლო შეხვედრებში მწვრთნელი მას ნაკლებად აყენებს ძირითადში.

„ტრუასთან“ მატჩის შემდეგ „სენტ-ეტიენის“ თავკაცმა ეირიკ ჰოერნალანდმა თქვა:

 „შეტევაში საკმარისი არჩევანი გვაქვს. თუ დავითაშვილი ან სხვები წასვლას გადაწყვეტენ, ამას გაგებით მოვეკიდებით“.

ზურიკოს მიმართ ინტერესი „ბეშიქთაშს“ ჯერ კიდევ ზაფხულში ჰქონდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი ვერ შედგა.

 ახლა თურქული კლუბი ბევრად უფრო თავდაჯერებულია და მზადაა, ქართველის დამატებისთვის კონკრეტული შეთავაზება გააკეთოს.

FACEBOOK კომენტარები