"2:0 წავაგეთ და შეიძლებოდა სხვაობა უფრო დიდიც ყოფილიყო" - ვილი სანიოლი "2:0 წავაგეთ და შეიძლებოდა სხვაობა უფრო დიდიც ყოფილიყო" - ვილი სანიოლი » Footballnews "2:0 წავაგეთ და შეიძლებოდა სხვაობა უფრო დიდიც ყოფილიყო" - ვილი სანიოლი
გათიშვა

"2:0 წავაგეთ და შეიძლებოდა სხვაობა უფრო დიდიც ყოფილიყო" - ვილი სანიოლი

"2:0 წავაგეთ და შეიძლებოდა სხვაობა უფრო დიდიც ყოფილიყო" - ვილი სანიოლი
9 საათის და 20 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

როგორც მოგეხსენებათ, 15 ნოემბერს 21:00 საათზე საქართველოს ნაკრები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთს უმასპინძლებს.

შეხვედრის წინ ჩვენი გუნდის თავკაცმა, ვილი სანიოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და არ გვაქვს იმის ამბიცია, რომ უკეთესი გუნდი ვართ. თუმცა, გვაქვს ამბიცია, რომ ესპანეთთან ბოლო მატჩთან შედარებით უფრო ემოციურები ვიყოთ. 

"სტუმრად 2:0 წავაგეთ და შეიძლებოდა სხვაობა უფრო დიდიც ყოფილიყო, თუმცა ყველაზე მეტად გული ემოციის და ამბიციის ნაკლებობამ დამწყვიტა. 

"ფეხბურთელებს ვთხოვე, რომ ამ შეხვედრაში ნაკლები შიშით და მეტი ამბიციით ითამაშონ, რათა ძალიან კარგი გუნდური თამაში ჩავატაროთ", - თქვა სანიოლმა.

FACEBOOK კომენტარები