"მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია "მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია » Footballnews "მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
გათიშვა

"მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

"მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
6 საათის და 26 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

18 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ბულგარეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"გვსურს, საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი თამაშით დავასრულოთ. იგივე მიზანი აქვს ბულგარეთის ნაკრებსაც. ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაშია და ორივეს ბევრი აქვს დასაკარგი.

"ხვალ ოფიციალური, მნიშვნელოვანი თამაშია, ამიტომ შემადგენლობაში ექსპერიმენტები არ იქნება. მოგება გვსურს და ამისთვის კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. მიუხედავად მარცხისა, იგივე ამბიციით უნდა ვითამაშოთ ბურთით, როგორც ეს ესპანეთთან გავაკეთეთ. სამომავლოდ წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოვიყენებთ ბურთს. 

"მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ მომდევნო ერთა ლიგისთვის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ამისთვის თითოეულ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 

"მარტში და ივნისში ამხანაგურ თამაშებს ჩავატარებთ, თუმცა ამ მატჩებს ოფიციალურ თამაშებად აღვიქვამ. ეს არის ერთადერთი გზა, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ ოფიციალურ თამაშებს. თითოეულ შეხვედრას სრული სერიოზულობით და მაქსიმალური მოტივაციით უნდა მივუდგეთ", - თქვა სანიოლმა.

FACEBOOK კომენტარები