"არსებული მდგომარეობა დიდი გამოწვევაა" - ოთარ კიტეიშვილი "არსებული მდგომარეობა დიდი გამოწვევაა" - ოთარ კიტეიშვილი » Footballnews "არსებული მდგომარეობა დიდი გამოწვევაა" - ოთარ კიტეიშვილი
გათიშვა

"არსებული მდგომარეობა დიდი გამოწვევაა" - ოთარ კიტეიშვილი

"არსებული მდგომარეობა დიდი გამოწვევაა" - ოთარ კიტეიშვილი
1 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე

18 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ბულგარეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე განსხვავებული მოლოდინები გვქონდა, თუმცა არსებული მდგომარეობა დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ერთად უნდა ვიპოვოთ, და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. 

"განსაკუთრებით ამ შეკრებაზე იგრძნობა, რომ ერთი მიზანი გვაქვს — დავბრუნდეთ წარმატებულ გზაზე. გუნდის თითოეული წევრი მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ მიზნის მისაღწევად.

"გიორგი ჩაკვეტაძე განსაკუთრებული ფეხბურთელია. კარიერის დასაწყისში, დინამოს შემადგენლობაში, ერთად გვიწევდა თამაში და კარგად ვიცით ერთმანეთის თვისებები. 

"ტრავმები ფეხბურთის ნაწილია და სამწუხაროდ ხშირად ხდება. რა თქმა უნდა, ჩაკვეტაძე უდიდესი დანაკლისია და ყველას გვინდა, რომ ჩვენთან ერთად იყოს, თუმცა გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან მოედანზე მაქსიმუმი გამოავლინონ და წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები", - თქვა კიტეიშვილმა.



FACEBOOK კომენტარები