ოფიციალურად - თბილისში 70,000 კაცზე გათვლილი სტადიონის ტენდერი შეწყდა ოფიციალურად - თბილისში 70,000 კაცზე გათვლილი სტადიონის ტენდერი შეწყდა » Footballnews ოფიციალურად - თბილისში 70,000 კაცზე გათვლილი სტადიონის ტენდერი შეწყდა
გათიშვა

ოფიციალურად - თბილისში 70,000 კაცზე გათვლილი სტადიონის ტენდერი შეწყდა

ოფიციალურად - თბილისში 70,000 კაცზე გათვლილი სტადიონის ტენდერი შეწყდა
4 საათის და 10 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

თბილისში ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობის 876-მილიონიანი ტენდერი შეწყდა - შესაბამისი გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ დღეს მიიღო. 

BM.GE-ის ცნობით, ტენდერში კომპანიებმა წინადადებები 2025 წლის 29 სექტემბერს წარადგინეს. ტენდერში მონაწილე ერთადერთი ქართული კომპანია იყო "ანაგი", რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი სტადიონის პროექტირებას და მშენებლობა 850 მილიონ ლარად სთავაზობდა, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი თურქულმა კომპანია YDA-მ დააფიქსირა 744.9 მილიონი ლარის ოდენობით.

თბილისის ახალი სტადიონის სამშენებლო წინადადებები ასე ნაწილდებოდა:

• ანაგი (საქართველო) - 850 მილიონი ლარი;

• მაქრო ქონსთრაქშენი და შპს ინშაათჩი 3 (საქართველო და აზერბაიჯანი) - 789.4 მილიონი ლარი (დისკვალიფიკაცია;

• YDA İNŞAAT (თურქეთი) - 744.9 მილიონი ლარი (დისკვალიფიკაცია).

გამოცემის თანახმად, სატენდერო კომისია ამ დრომდე სატენდერო წარდგენილ წინადადებებზე მსჯელობდა.

როგორც ირკვევა მის ორ მონაწილეს დისკვალიფიკაცია მიენიჭა არასრულყოფილად შევსებული განაცხადის გამო, ამიტომ მასში ერთადერთი მონაწილე "ანაგი" რჩებოდა, თუმცა, სატენდერო კომისიის განმარტებით იქიდან გამომდინარე რომ საფასო სხვაობა წარდგენილ წინადადებებს შორის ძალიან დიდი იყო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ტენდერი შეწყდეს და განახლებული და დაზუსტებული პირობებით გამოცხადდეს.

"სატენდერო კომისიამ იმსჯელა და დაადგინა სატენდერო დოკუმენტის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გადახედვის საჭიროება. სატენდერო დოკუმენტის ინსტრუქციები პრეტენდენტთათვის (იპ) 39.1 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ანულირდეს ტენდერის პროცედურები", - ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

FACEBOOK კომენტარები