ითამაშებს თუ არა საბა გოგლიჩიძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ - ახალი ცნობები ითამაშებს თუ არა საბა გოგლიჩიძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ - ახალი ცნობები » Footballnews ითამაშებს თუ არა საბა გოგლიჩიძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ - ახალი ცნობები
გათიშვა

ითამაშებს თუ არა საბა გოგლიჩიძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ - ახალი ცნობები

ითამაშებს თუ არა საბა გოგლიჩიძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ - ახალი ცნობები
2 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე

საბა გოგლიჩიძეს უკვე ერთი თვეა, რაც "უდინეზეს" მაისურით არ უთამაშია.

29 ოქტომბერს, როცა "უდინეზე" სერია A-ში "იუვენტუსს" ესტუმრა, საბამ იმ შეხვედრაში ორი პენალტი აიკიდა, რის შემდეგაც სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

როგორც იტალიური გამოცემები წერენ, მთავარი მწვრთნელი კოსტა რუნიაიჩი შემადგენლობაში როტაციას გეგმავს, მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე კი გოგლიჩიძის გამოჩენაა მოსალოდნელი.

შემდეგი მატჩი კი ქართველი ფეხბურთელის გუნდს კვლავ "იუვენტუსთან" ელის, თუმცა ამჯერად იტალიის თასზე, რომელიც 2 დეკემბერს შედგება. 

აქვე მოგახსენებთ, რომ გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში "უდინეზეს" ღირსება სერია A-ს 6 შეხვედრაში დაიცვა.

FACEBOOK კომენტარები