გთავაზობთ ერთ სახალისო ისტორიას, რომელიც ქართული ფეხბურთის ლეგენდას, თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილ კაპიტანს ალექსანდრე ჩივაძეს ეხება:
"1982 წლის ივნისია. მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ფეხბურთში და მთელი ჩვენი სამეზობლო ვემზადებით საბჭოთა კავშირ-შოტლანდიის ნაკრებების თამაშის საყურებლად. იმ დღეს უზარმაზარი ფერადი იაპონური ტელევიზორი გამომიგზავნა ჩემმა ძმამ მოსკოვიდან და ვართ ერთ ამბავში: მოვიმარაგეთ ლუდი, თევზი და, თამაშის დაწყებამდე ორი საათით ადრე ვანო ბაბუა არ გარდაიცვალა?! ის 80 წლის იყო. ჩემი კარის მეზობლად ცხოვრობდა და, სხვათა შორის, ისიც ფეხბურთის საყურებლად ემზადებოდა, მაგრამ, სანამ ლუდის ბარიდან სასმელი მოვიტანეთ, იმ ცხონებულმა სულიც დალია... ცხელოდა და, მიცვალებული რომ არ გაფუჭებულიყო, „ბალზამიროვშჩიკი“ გამოვიძახეთ. სარდაფიდან ტახტი ამოვიტანეთ, ვანო ბაბუას ცხედარი დავასვენეთ და მატჩის დაწყებამდე ხუთი წუთით ადრე ყველანი ოთახიდან გამოვიძურწეთ – მოკლედ, მიცვალებული მარტო დავტოვეთ. ჩვენთან იყო ჩვენი ძმაკაცი ვანოც, ვანო ბაბუას შვილიშვილი.
ალბათ, ბევრ გულშემატკივარს ემახსოვრება ეს ისტორიული თამაში, რომელშიც გოლები ქართველებმა – რამაზ შენგელიამ და ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანეს. მატჩი 2:2 დასრულდა და ქვეჯგუფიდან გავედით...(შენიშვნა-საუბარია სსრკ-შოტლანდიის მატჩზე).
თამაში რომ დაიწყო, შევთანხმდით, ემოციურად არ გვეყურებინა, რადგან გვერდით ოთახში მიცვალებული იწვა და სირცხვილი იყო. პირველი ტაიმი წავაგეთ და როგორღაც შევიკავეთ თავი ემოციებისგან, ხოლო, როდესაც მეორე ტაიმის 59-ე წუთზე საშა ჩივაძემ გოლი გაიტანა, ისეთი ღრიანცელი ავტეხეთ, რომ ჩვენი ძველი იტალიური ეზო შეზანზარდა და მიცვალებულიც გადაგვავიწყდა. ვხტუნაობდით, ერთმანეთს ვეხვეოდით და ვხარობდით... მერე მიცვალებულიც გაგვახსენდა და დავწყნარდით, მაგრამ ამ დროს ზღურბლზე ვანო ბაბუა გამოჩნდა, რომელმაც შორიდან შეგვათვალიერა და გვისაყვედურა:
– რატომ არ გამაღვიძეთ, თქვე მამაძაღლებო, ფეხბურთი რომ დაიწყო?
ჩვენ პირები დავაღეთ მოულოდნელობისგან; ქალები კი, რომ გაიგეს, მკვდარი ადგაო, აკივლდნენ... ამ დროს შენგელიამ მეორე გოლიც შეაგდო და, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა... როგორც შემდეგ ექიმმა აგვიხსნა, ვანო ბაბუას ლეთარგიული ძილით ჩასძინებია – ხდება ხოლმე ასე, მერე კი ჩვენმა ყიჟინამ გამოაღვიძა... მას მერე ვანო ბაბუამ კიდევ რვა წელი იცოცხლა და ორ ჩემპიონატს უყურა".
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ