ქართველი ფეხბურთელი, მათე ისაკაძე ირლანდიის 15-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს ქართველი ფეხბურთელი, მათე ისაკაძე ირლანდიის 15-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს » Footballnews ქართველი ფეხბურთელი, მათე ისაკაძე ირლანდიის 15-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს
გათიშვა

ქართველი ფეხბურთელი, მათე ისაკაძე ირლანდიის 15-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს

ქართველი ფეხბურთელი, მათე ისაკაძე ირლანდიის 15-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს
5 საათის და 31 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

მათე ისაკაძე, რომელიც ფეხბურთს ირლანდიაში, კერძოდ შემროკ როვერსის აკადემიაში თამაშობს, უცხოეთში წარმატებულად გამოდის.

წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი ირლანდიაში დაიბადა და ზემოხსენებულ შემროკ როვერსის აკადემიაში 2024 წლიდან მოყოლებული ირიცხება. პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველი, საკუთარ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია, რასაც ირლანდიის 15-წლამდე ნაკრებში გამოძახებაც მოწმობს.

მათე ისაკაძე ირლანდიის 15-წლამდე ნაკრებში პირველად მიმდინარე წელს, ოქტომბრის თვეში გამოიძახეს, ახლა კი მას უეფას განვითარების თასზეც უხმეს და საბოლოო გამაცხადში კიდევ ერთხელ შეიყვანეს. მათეს და მის ნაკრებს ისეთ მეტოქეებთან მოუწევთ თამაში როგორიცაა პორტუგალია, უკრაინა და საბერძენეთი.

რაც ასევე აუცილებლად უნდა ითქვას ისაა, რომ მათე ისაკაძემ ოქტომბრის თვეში გამართულ შეხვედრებში ირლანდიის 15-წლამდე ნაკრებს უკაპიტნა.

წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელმა თავის გამოჩენა მიმდინარე თვეშიც მოახერხა, როდესაც KHS Cup-ზე ტურნირის სიმბოლურ გუნდში მოხვედრა შეძლო. საბოლოო 11 ფეხბურთელში, მათე ისაკაძე ერთადერთია, რომელიც შემროკ როვერსს წარმოადგენს.

შემროკ როვერსმა ტურნირის ნახევარფინალში გერმანული გლადბახი დაამარცხა, ხოლო ფინალში ინგლისურ საუთჰემპტონს სძლია.


FACEBOOK კომენტარები