ვის მისცა ხმა ვილი სანიოლმა FIFA The Best-ის გათამაშებაში ვის მისცა ხმა ვილი სანიოლმა FIFA The Best-ის გათამაშებაში » Footballnews ვის მისცა ხმა ვილი სანიოლმა FIFA The Best-ის გათამაშებაში
გათიშვა

ვის მისცა ხმა ვილი სანიოლმა FIFA The Best-ის გათამაშებაში

ვის მისცა ხმა ვილი სანიოლმა  FIFA The Best-ის გათამაშებაში
7 საათის და 54 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

დოჰაში მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (ფიფა) გალა დაჯილდოება ჩაატარა, სადაც სხავდასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესოები გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ გაირკვა, თუ ვის მისცა ხმა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ამ გათამაშებაში.

როგორც გაირკვა, ფრანგმა სპეციალისტმა პირველ ადგილზე თავისი თანამემამულე უსმან დემბელე გაიყვანა. 

რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილებს, აქ ვიტინიასა და აშრაფ ჰაკიმის ვხვდებით.

წარმოგიდგენთ ყველა ნომინაციის გამარჯვებულს:

წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი)

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – აიტანა ბონმატი („ბარსელონა“, ესპანეთი)

წლის საუკეთესო მამაკაცი მეკარე – ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/„მან.სიტი“, იტალია)

წლის საუკეთესო ქალი მეკარე – ანა ჰემპტონი („ჩელსი“, ინგლისი)

წლის საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი – ლუის ენრიკე (პსჟ, ესპანეთი)

წლის საუკეთესო ქალი მწვრთნელი – სარინა ვეიმანი (ინგლისის ნაკრები, ნიდერლანდები)

წლის საუკეთესო გოლი (მამაკაცთა შორის) – სანტიაგო მონტიელი („ინდეპენდიენტე“, არგენტინა)

წლის საუკეთესო გოლი (ქალთა შორის) – ლიზბეტ ოვალი („ტიგრესი“, მექსიკა)

Fair Play-ის ჯილდო – ექიმი ანდრეას ჰარლას-ნიუკინგი („რეგენსბურგი“, გერმანია)

FACEBOOK კომენტარები