ინგლისური გამოცემა - ალისონი მიდის, მაგრამ მამარდაშვილს ახალი კონკურენტი ეყოლება ინგლისური გამოცემა - ალისონი მიდის, მაგრამ მამარდაშვილს ახალი კონკურენტი ეყოლება » Footballnews ინგლისური გამოცემა - ალისონი მიდის, მაგრამ მამარდაშვილს ახალი კონკურენტი ეყოლება
გათიშვა

ინგლისური გამოცემა - ალისონი მიდის, მაგრამ მამარდაშვილს ახალი კონკურენტი ეყოლება

ინგლისური გამოცემა - ალისონი მიდის, მაგრამ მამარდაშვილს ახალი კონკურენტი ეყოლება
2 საათის და 48 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

გამოცემა Rousing the Kop-ი წერს, რომ "ლივერპულის" გულშემატკივრები მეკარე ალისონის წასვლას უნდა შეურიგდნენ.

როგორც ირკვევა, ბრაზილიელი მეკარე "წითლებში" ბოლო სეზონს ატარებს, დიდი ალბათობით 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმებულ კონტრაქტს გაუგრძელებენ, ოღონდ მხოლოდ იმისათვის, რათა თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ არ დატოვოს კლუბი.

გარდა ამისა, მერსესაიდულ გუნდში დაბრუნდება „აიაქსში“ 4 მილიონი ევროს საფასურად იჯარით გაშვებული 24 წლის ჩეხი ვიტეზსლავ იაროში, რომელიც ქართველთან კონკურენციისთვის მზადაა.

„მამარდაშვილი უდავოდ პირველი ნომერი იქნება, ვინაიდან ძნელად წარმოსადგენია იაროშმა კონკურენცია მოუგოს. მან „აიაქსში“ მოწონება დაიმსახურა და თუ ალისონი მართლა წავა, პრობლემა არ შეიქმნება, რამეთუ „ლივერპულს“ საიმედო კარის დარაჯები ჰყავს. 

"არის კიდევ ახალგაზრდა არმინ პეჩი, თუმცა ის ესოდენ მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად მზად არ არის“, - წერს გამოცემა.


FACEBOOK კომენტარები