საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ნაკრების 2025 წელი შეაფასა:
"იყო 2 ნაწილი ქართული ფეხბურთისთვის: წლის პირველი ნახევარი, რომელიც კარგად დავიწყეთ და მეორე ნახევარი სრული იმედგაცრუება. მოგვიწევს რაღაცებზე ფიქრი, რაღაცების შეცვლა."
თუ ვინმეს სურს, გარედან სიტუაციის დაძაბვა, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რა ურთიერთობაა შეკრებაზე, გასახდელში... არანაირი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ცხადია ისმის კითხვა: მაშინ რა არის პრობლემა? პრობლემა ბევრი რამეა.
გასაგებია, რომ ძლიერ ჯგუფში ვიყავით, თუმცა ჩვენც საკმაოდ ძლიერი გუნდი ვართ. თამაში შეიძლება წააგო, თუმცა ის, რაც ჩვენ მოედანზე ვაჩვენეთ, ეს არ არის ჩვენი გუნდი და ის, რითიც ვამაყობთ. ყველა წაგება მტკივნეულია, თუმცა განსაკუთრებული ტკივილი იყო ესპანეთში რომ წავაგეთ. ასეთი უსუსური ჩვენი ნაკრები დიდი ხანია არ მინახავს. სამწუხაროდ, მართლა. ეს არ იყო ის გუნდი, რომელიც 1 წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე იგივე ესპანეთს ეთამაშა.
ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, მშიერები რომ ვართ, აღარ ჩანდა. მშიერები შედეგის, წარმატების მიმართ. ზოგიერთ მოთამაშეს ბრძოლა ჰქონდა საკუთარი თავის პრობლემებთან, იგივე თავიანთ კლუბებში, რაც ავტომატურად გადმოდის მოედანზე, ცეცხლანთებული არ იყვნენ.
ბოლო წლებში რა გზაც გამოვიარეთ, ერთ-ერთი მთავარი რგოლი ამ წარმატებაში ჩემთვის დაცვის ხაზი იყო, ფუნდამენტი კარგი შედეგის. შეტევაში რომ საოცარი ხარისხი გვაქვს ინდივიდუალური, ეგ ვიცით, მაგრამ მაგ დროსაც ჩემთვის მთავარი იყო დაცვაში სტაბილურობა. მოგებების ფონზე, შეიძლება გულშემატკივრები ამ პოზიციას ყურადღებას არ აქცევდნენ. ამ წლის მეორე ნახევარში დაცვის ხაზი ჩვენი სიძლიერე აღარ იყო. ასეთ დროს ანგარიშში სულ ჩამორჩენაში ხარ და გატანილი გოლები საკმარისი არაა."
წყარო: Geo Team
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ