ზურაბ ხიზანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში არსენლაში ჩაშლის ტრანსფერზე ისაუბრა:
"ანკონაში იტალიასთან მატჩზე არსენ ვენგერი ჩამოსული იყო. როგორც მითხრეს, ერთ-ერთი იტალიელს აკვირდებოდა და მე მოვეწონე. ყიფო ინგლისურად კარგად ლაპარაკობდა, ვენგერი გასახდელში ჩამოვიდა, ყიფომ დამიძახა, ესე და ესეო, ვენგერი საუბრობდა და ყიფიანი მითარგმნიდა. ვენგერი გამომელაპარაკა და შემდეგ მოხდა ჩემი „არსენალში’’ მიწვევა.
როცა თბილისის საკონსულოში ვიზაზე შევედი, კონსული ჩამეხუტა, „არსენალის’’ ქომაგი ყოფილა. ისეთი პერიოდი იყო, ცოტა დაუჯერებელი იყო, ყველა რაღაცას მეუბნებოდა... (გუნდების შეთავაზებებს გულისხმობს). კონსულის რეაქციიდან გამომდინარე მივხვდი, რომ მართლა „არსენალში’’ მივდიოდი.
„არსენალში’’ ერთი კვირა ვიყავი. ტონი ადამსთან, ტიერი ანრისთან, ვიეირასთან, სიმენთან, ბეგკამპთან და სხვა ფეხბურთელებთან ერთად ვვარჯიშობდი.
საკომპენსაციო თანხა დაახლოებით 500 000 ფუნტი სტერლინგი გამოდიოდა, „არსენალი’’ თანახმა იყო. ეს წინასწარი შეთანხმება იყო, თუ ფეხბურთელი მოეწონებოდა, მაგრამ შემდეგ „ლოკომოტივმა’’ ამ თანხას ერთი 0 მიუწერა, ჩემს სანაცვლოდ ხუთ მილიონ ფუნტს ითხოვდნენ. ასაკიდან გამომდინარე ჩაშლილმა ტრანსფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. მეგონა, ჩემი კარიერა დასრულდა’’, - განაცხადა ზურაბ ხიზანიშვილმა.
წყარო: Crystalsport
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ