"მჯერა, რომ ხვიჩა ერთ დღეს ამას გააკეთებს" - რა თქვეს კვარაცხელიაზე "მჯერა, რომ ხვიჩა ერთ დღეს ამას გააკეთებს" - რა თქვეს კვარაცხელიაზე » Footballnews "მჯერა, რომ ხვიჩა ერთ დღეს ამას გააკეთებს" - რა თქვეს კვარაცხელიაზე
გათიშვა

"მჯერა, რომ ხვიჩა ერთ დღეს ამას გააკეთებს" - რა თქვეს კვარაცხელიაზე

"მჯერა, რომ ხვიჩა ერთ დღეს ამას გააკეთებს" - რა თქვეს კვარაცხელიაზე
7 საათის და 33 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მიხეილ აშვეთიამ, რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიასა და მატვეი საფონოვის შესახებ ისაუბრა.

"ხვიჩა და საფონოვი „პსჟ“-ს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები არიან. კვარაცხელიას შეგვიძლია მსოფლიოში საუკეთესო ვინგერი ვუწოდოთ. 

"ხვიჩა დიდი ხანია ამბობს, რომ მადრიდის „რეალში“ თამაშზე ოცნებობს. მჯერა, რომ ერთ დღესაც ამ ოცნებასაც აისრულებს.“

"რაც შეეხება საფონოვს, პარიზში ისიც კარგად თამაშობს. მას ყველანაირი შანსი აქვს, რომ დიდი ხნის განმავლობაში „პსჟ“-ს პირველი მეკარე იყოს. 

"საფრანგეთში ხვიჩასთვის და საფონოვისთვის ერთად ცხოვრება და ადაპტაცია უფრო მარტივია", - თქვა აშვეთიამ.

FACEBOOK კომენტარები