"ჯიქია ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, თუნდაც ამხანაგურ მატჩში" - რა თქვა ფეხბურთელის აგენტმა "ჯიქია ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, თუნდაც ამხანაგურ მატჩში" - რა თქვა ფეხბურთელის აგენტმა » Footballnews "ჯიქია ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, თუნდაც ამხანაგურ მატჩში" - რა თქვა ფეხბურთელის აგენტმა
გათიშვა

"ჯიქია ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, თუნდაც ამხანაგურ მატჩში" - რა თქვა ფეხბურთელის აგენტმა

"ჯიქია ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, თუნდაც ამხანაგურ მატჩში" - რა თქვა ფეხბურთელის აგენტმა
2 საათის და 11 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

გიორგი ჯიქიას აგენტმა კაჰორ მუმინოვმა Championship-თან ინტერვიუში საინტერესო განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ჯიქია რუსეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს.

"მახსოვს, შემოდგომაზე, როდესაც ზედიზედ ორი გოლი გაიტანა, დავურეკე. გიორგიმ მითხრა, რომ ეს მისთვის დიდი ხნის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როცა თავს ბედნიერად გრძნობდა.

"ჯიქია ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს უყვება, თუ რამდენად კარგია თურქეთში. ის დიდი შიშითა და უნდობლობით წავიდა, მაგრამ სწრაფად ადაპტირდა. გიორგი ნამდვილი კლდე და ძლიერი პიროვნებაა.

"თურქეთის სუპერლიგის უპირატესობა ის არის, რომ ასაკი არავის აინტერესებს. ვაგნერ ლავი 37 წლის ასაკში პატარა გუნდ "ალანიასპორში" გადავიდა და უამრავი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, ის "ბეშიქთაშმა" შეიძინა.

სხვათა შორის, ის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს. თუნდაც ამხანაგურ მატჩებზე", - თქვა მუმინოვმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჯიქიას რუსეთის ნაკრებში 2023 წლის შემდეგ არ უთამაშია.


FACEBOOK კომენტარები