"დაბრუნება ყოველთვის რთულია" - გიორგი ჩაკვეტაძის კომენტარი "დაბრუნება ყოველთვის რთულია" - გიორგი ჩაკვეტაძის კომენტარი » Footballnews "დაბრუნება ყოველთვის რთულია" - გიორგი ჩაკვეტაძის კომენტარი
გათიშვა

"დაბრუნება ყოველთვის რთულია" - გიორგი ჩაკვეტაძის კომენტარი

"დაბრუნება ყოველთვის რთულია" - გიორგი ჩაკვეტაძის კომენტარი
7 საათის და 28 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფის უახლოესი მატჩის წინ მედიასთან ისაუბრა. 

"დეკემბრის ხუთივე მატჩში ვითამაშე. თავს კარგად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, დიდხნიანი შესვენების მერე დაბრუნება ყოველთვის რთულია. ფეხები გიმძიმდება, მაგრამ ნელ-ნელა უკეთ და უკეთ ხდები. 

"ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი თამაში ვითამაშოთ. ამჯერადაც სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ. 

"მოკლე მონაკვეთში ზედიზედ სამი შეხვედრის ჩატარება იოლი არაა, დიდ ენერგიას მოითხოვს.  ამიტომაც არის საჭირო გრძელი სკამი და არა მხოლოდ ძირითადი შემადგენლობა. 

"ვიცით, რომ ლესტერი შინ ძალიან ძლიერია, რთული თამაში გვექნება, მაგრამ მოგების იმედი მაქვს", - თქვა ჩაკვეტაძემ.

FACEBOOK კომენტარები