"დიახ, ახალი სეზონიდან კოლხეთში აღარ ვითამაშებ" - ანდრია ბართიშვილი ფოთის კოლხეთს ტოვებს "დიახ, ახალი სეზონიდან კოლხეთში აღარ ვითამაშებ" - ანდრია ბართიშვილი ფოთის კოლხეთს ტოვებს » Footballnews "დიახ, ახალი სეზონიდან კოლხეთში აღარ ვითამაშებ" - ანდრია ბართიშვილი ფოთის კოლხეთს ტოვებს
გათიშვა

"დიახ, ახალი სეზონიდან კოლხეთში აღარ ვითამაშებ" - ანდრია ბართიშვილი ფოთის კოლხეთს ტოვებს

"დიახ, ახალი სეზონიდან კოლხეთში აღარ ვითამაშებ" - ანდრია ბართიშვილი ფოთის კოლხეთს ტოვებს
2 საათის და 42 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ფოთის კოლხეთისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების 16 წლის ფეხბურთელმა, ანდრია ბართიშვილმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მან საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა:

"ჩემთვის ცუდი წელი იყო, რადგან 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები შესარჩევი ეტაპებიდან გავარდნენ, ფოთის "კოლხეთი" კი ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა. მაგრამ, მეორე მხრივ, ბევრი რამ ვისწავლე, გამოცდილება მივიღე და 2025 წელი ამ კუთხით კარგი აღმოჩნდა. სამომავლოდ, იმედია, ეს გამოცდილება გამომადგება.

რა თქმა უნდა, ეროვნულ ლიგაში თამაშით დიდი გამოცდილება მივიღე. საქართველოში ვითამაშებ და თუ რა იქნება სამომავლოდ, ჯერჯერობით არ ვიცი. "კოლხეთში" არ ვრჩები, ოღონდ, სად გადავალ, ჯერ ამაზე ვერ გიპასუხებთ.

ჩემი ოცნება "ბარსელონაში" თამაშია. ეს მარტივი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ოცნება ავიხდინო. საამისოდ დიდი შრომაა საჭირო. სრულყოფილი ფეხბურთელი არავინაა და ბუნებრივია, ნაკლის გამოსწორება მჭირდება - ფიზიკურადაც და მენტალურადაც", - განაცხადა ანდრია ბართიშვილმა.

FACEBOOK კომენტარები