ყველასთვის კარად ცნობილია, რომ თბილისის დინამოს 17 წლის განაპირა მცველი, საბა ხარებაშვილი ევროპული კლუბების დაკვირვების ქვეშაა.
გამოცემა VoetbalPrimeur-მა ამსტერდამის აიაქსს რამდენიმე ფეხბურთელი ყიდვა ურჩია, მათ შორის კი ხარებაშვილიც მოხვდა:
"აიაქსი ცნობილია, როგორც კლუბი, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით ახერხებს ახალგაზრდა ტალანტებში ინვესტირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საყოველთაო ყურადღებას იქცევენ ისეთი სახელები, როგორებიც არიან მოჰამედ კუდუსი, ლისანდრო მარტინესი და დავინსონ სანჩესი. მათში აიაქსმა მცირე თანხა გადაიხადა, მაგრამ მოგვიანებით ძვირად გაყიდა. სწორედ ამიტომ, შევეცადეთ საზღვარგარეთ მოგვეძია ისეთი მოთამაშეები, რომლებიც აიაქსის გაძლიერებას შეძლებენ, სამომავლოდ კი შესაძლოა საკმაოდ ღირებული ფეხბურთელები გახდნენ.
საბა ხარებაშვილი - ყველაზე ამბიციური სახელია ჩვენს სიაში. ის სულ 17 წლისაა, მაგრამ დინამო თბილისის მთავარ გუნდში 58 ჩატარებულ შეხვედრას ითვლის და არის საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.
საბა თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდა მოთამაშედ მიიჩნევა. დარტყმის ტექნიკითა და ტექნიკური უნარებით, მას ბევრის მიცემა შეუძლია აიაქსისთვის, თუმცა დაცვაში თამაში გასაუმჯობესებელი ჯერ კიდევ აქვს”, - წერს ნიდერლანდური საიტი.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ