კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში?! - უახლესი ცნობები კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში?! - უახლესი ცნობები » Footballnews კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში?! - უახლესი ცნობები
გათიშვა

კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში?! - უახლესი ცნობები

კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში?! - უახლესი ცნობები
16 საათის და 2 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

დინამო თბილისის 18 წლის მარჯვენა მცველით პრემიერლიგისა და სერია ა-ს კლუბები დაინტერესდნენ.

ინფორმაცია გიორგი გვასალიას მენეჯერმა, ლაშა ჯაკობიამ სპორტულ გაზეთ ლელოს დაუდასტურა:

“დიახ, ვადასტურებ, რომ გვასალიას მიმართ არის ძალიან სერიოზული ინტერესი ინგლისიდან და იტალიიდან. საუბარია ტრადიციულ, ძლიერ კლუბებზე, რომლებიც წარმოადგენენ პრემიერლიგას და სერია ა-ს. ამ ეტაპზე, საქმის ინტერესიდან გამომდინარე, კლუბებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ამის დროც დადგება”.

2025 წლის ბოლოს გიორგი გვასალიას, რომელსაც რამაზ სვანაძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში იძახებს, ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ვერცხლის მედალი, როგორც 19-წლამდე ასაკის გამორჩეულ ფეხბურთელს გადაეცა


FACEBOOK კომენტარები