კვარა და მამარდა დღეს ერთად ითამაშებენ! - მატჩები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ კვარა და მამარდა დღეს ერთად ითამაშებენ! - მატჩები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ » Footballnews კვარა და მამარდა დღეს ერთად ითამაშებენ! - მატჩები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
გათიშვა

კვარა და მამარდა დღეს ერთად ითამაშებენ! - მატჩები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

კვარა და მამარდა დღეს ერთად ითამაშებენ! - მატჩები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
9 საათის და 5 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

12 იანვარს საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში პარიზული დერბი გაიმართება.

"პსჟ" "პარიზს" ჩვენი დროით 00:10 საათზე დაუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ ამ გუნდებმა ჩემპიონატში 4 იანვარს ითამაშეს, სადაც მოქმედმა ჩემპიონებმა 2:1 გაიმარჯვეს. 

ბუნებრივია, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ხვიჩა კვარაცხელიას თამაშია, რომელსაც, მიუხედავად არცთუ ისე მნიშვნელოვანი მატჩისა, დღეს მოედანზე მაინც ელიან. 

გარდა ამისა, დღეს, 23:45 საათზე ინგლისის FA თასის, 1/32-ფინალი გაიმართება, სადაც "ლივერპული" "ბარნსლის" შეხვდება.

აღნიშნულ თამაშში გიორგი მამარდაშვილსაც ველით, რომელსაც თავის გამოჩენის საშუალება სათასო მატჩებზე ეძლევა.


FACEBOOK კომენტარები