რამდენიმე თვის წინ, გურამ კაშიამ განაცხადა, რომ როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს, კარიერის დასრულება ვიტესში სურდა, იმ გუნდში, რომელსაც ამ ეტაპზე განსაკუთრებით უჭირს და რომელთან ერთადაც ისტორია დაწერა.
თუმცა, მიუხედავად მოლაპარაკებების და გურამის მხრიდან უხელფასოდ თამაშის სურვილის, ვიტესი ვალდებულია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოთამაშის სახელფასო პირობები დააკმაყოფილოს, დაახლოებით ნახევარ მილიონ ევროზე მეტი, რაც რთულ ვითარებაში მყოფი არნემული კლუბისთვის, შეუძლებელია.
"ამ შემთხვევაში, რეგულაციები ნაკლებ შესაძლებლობას გვაძლევს, თუმცა თუ ზაფხულში კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას მივიღებ, ვიტესში შემდგომი საუბრისთვის მზად არიან. ფეხბურთის დატოვება რთულია, მაგრამ ვფიქრობ, უკვე დროა”.
“შესაძლოა, ვიტესში ან აკადემიაში, როგორც მწვრთნელი დავბრუნდე. მინდა, კვლავ ვიყო ვიტესის ნაწილი და ეს სურვილი ვიტესშიც არსებობს”, - უთხრა გურამ კაშიამ ნიდერლანდურ მედიას.
მარტში, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, 38 წლის ქართველი მცველი და ვიტესი შეხვედრებს კვლავ გამართავენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 2010-2018 წლებში, ვიტესის კაპიტანიც გახლდათ, 292 მატჩით გუნდის რეკორდსმენი გახდა და ნიდერლანდების თასი მოიგო.
წყარო: 90min Georgia.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ