ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, MARCA თბილისის დინამოს 17 წლის განაპირა მცველის, საბა ხარებაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
"მარკ გუეჰი, ნიკო პაზი, უსმან დიომანდე, აიუბ ბუადი... ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურადაა. თუმცა, იანვარში პოპულარულ ვიდეო თამაშში "Football Manager" 10 ყველაზე ხშირად არჩევად მოთამაშეს შორის ერთი სახელი გამოიკვეთა - საბა ხარებაშვილი (თბილისი, 2008 წლის 3 სექტემბერი).
ის უკვე საქართველოს ნაკრებშიც გამოიძახეს - ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით მისი დებიუტი გასული წლის ივნისში ფარერის კუნძულების წინააღმდეგ შედგა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც საქართველოს ნაკრებში ითამაშა.
„ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამავდროულად, დიდი გამოწვევა და სტიმულია“, - განაცხადა ხარებაშვილმა.
მისი მრავალმხრივი სათამაშო უნარების და დიდი პოტენციალის შედეგად, ხარებაშვილი "Football Manager"-ის ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია.
The Guardian-მა ხარებაშვილი 2008 წელს დაბადებულ 60 საუკეთესო ტალანტს შორის შეიყვანა. ბევრი თვლის, რომ ხარებაშვილს შეუძლია მალე კვარაცხელიას დონის ფეხბურთელი გახდეს. ხარებაშვილი მარცხენა მცველია, თუმცა თავისი შესაძლებლობები კარგად გამოვლინა მარჯვენა ფლანგზეც და 10 ნომერზეც.
კარგი აღნაგობა, შრომისმოყვარეობა, მაღალი ინტელექტი, ზუსტი ჩაწოდებები და კარგი გადასვლები კონტრ-შეტევებზე - ხარებაშვილი ამ თვისებებით გამოირჩევა.
ხარებაშვილი, სულ რაღაც 17 წლის ასაკში, ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი საბაზრო ღირებულება 1.2 მილიონი ევროა.
Transfermarkt-მა ის უკვე დაუკავშირა ლივერპულს, პსჟ-ს, რეალ მადრიდს და ბარსელონას. თუმცა მისი მომავალი ჯერ უცნობია. საბა აღიარებს, რომ სიამოვნებით ითამაშებდა პრემიერ ლიგაში, მაგრამ რეალ მადრიდის და კრიშტიანუ რონალდუს გულშემატკივარია.
„მან ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა. ის ჩემი ბავშვობის კუმირია. ხშირად ვუყურებდი მის მატჩებს და ვტკბებოდი“, - ამბობს ხარებაშვილი რონალდუზე..
კარასკოს მეთაურობით, ხარებაშვილის დებიუტი დინამო თბილისის დიდ გუნდში 15 წლის ასაკში შედგა და ამ დროიდან, ის ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს. დინამო თბილისში ხარებაშვილს 58 მატჩი აქვს ჩატარებული და 6 საგოლე გადაცემა შესრულებული.
დაიმახსოვრეთ მისი სახელი და გვარი - საბა ხარებაშვილი", - წერს MARCA.
წყარო: LaGazzettaGeorgia
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ