"ის ახლა იწყებს სცენის დაპყრობას" - რას წერენ თორნიკე კვარაცხელიაზე იტალიურ მედიაში "ის ახლა იწყებს სცენის დაპყრობას" - რას წერენ თორნიკე კვარაცხელიაზე იტალიურ მედიაში » Footballnews "ის ახლა იწყებს სცენის დაპყრობას" - რას წერენ თორნიკე კვარაცხელიაზე იტალიურ მედიაში
გათიშვა

"ის ახლა იწყებს სცენის დაპყრობას" - რას წერენ თორნიკე კვარაცხელიაზე იტალიურ მედიაში

"ის ახლა იწყებს სცენის დაპყრობას" - რას წერენ თორნიკე კვარაცხელიაზე იტალიურ მედიაში
6 საათის და 29 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

იტალიური გამოცემა Sportitalia ყურადღებას ამჯერად ხვიჩა კვარაცხელიას უმცროს ძმაზე, თორნიკე კვარაცხელიაზე ამახვილებს და წერს, რომ ქართველი ტალანტი ევროპულ საფეხბურთო სცენაზე საკუთარი სახელის დამკვიდრებას იწყებს.

ახალგაზრდა მარცხენა გარემარბი, რომელიც „ინტერის“ აკადემიიდან თბილისის „დინამოში“ გადავიდა, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. Sportitalia-ს ცნობით, ის უკვე იპყრობს ევროპული სკაუტების ყურადღებას თავისი ტექნიკითა და დრიბლინგით.

„კვარაცხელიების ოჯახში ეს ტალანტი გენებშია — უფროსი ძმა უკვე პსჟ-ში ბრწყინავს, უმცროსი კი ახლა იწყებს სცენის დაპყრობას,“ — წერს გამოცემა Sportitalia.

ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ძმის მსგავსად, თავადაც ევროპულ დიდ ფეხბურთში მიაღწევს წარმატებას და საქართველოს ღირსეულად წარმოაჩენს.





FACEBOOK კომენტარები