მამარდაშვილის მორიგი გამოწვევა! - რას აპირებს "ლივერპული" მამარდაშვილის მორიგი გამოწვევა! - რას აპირებს "ლივერპული" » Footballnews მამარდაშვილის მორიგი გამოწვევა! - რას აპირებს "ლივერპული"
გათიშვა

მამარდაშვილის მორიგი გამოწვევა! - რას აპირებს "ლივერპული"

მამარდაშვილის მორიგი გამოწვევა! - რას აპირებს "ლივერპული"
4 საათის და 10 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, "ლივერპულის" ყურადღების ცენტრში ბერძენი მეკრე კონსტანტინოს ცოლაკისი მოექცა. 

"ალისონ ბეკერის კონტრაქტი 2027 წლის ივნისში იწურება და არსებობს სპეკულაციები, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ენფილდს ამ სეზონის ბოლოს დატოვებს. 

"ალისონი 33 წლისაა და ბოლო წლებში ბევრი ტრავმა მიიღო. საუდის არაბეთში გადასვლა მას მაღალ ჰონორარს მოუტანს, ლივერპული კი მის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებს.

"გიორგი მამარდაშვილი ლივერპულს ალისონის მემკვიდრედ შეუერთდა, თუმცა, როგორც ჩანს, წითლებს სურთ, მას სოლიდური კონკურენტი მოუყვანონ, რომელთანაც პირველი მეკარის სტატუსისთვის იბრძოლებს. 

"ცოლაკისს ნაპოლი, არსენალი, იუვენტუსი, რომა, ბაიერნი, ნოტინგემ ფორესტი და გალათასარაიც აკვირდებიან. 

"ლივერპული და არსენალი მას რამდენიმე თვეა თვალს ადევნებენ და ნანახით შთაბეჭდილების ქვეშ არიან,“ - წერენ ბრიტანულ მედიაში.

FACEBOOK კომენტარები