“ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როცა...” - მოსკოვის ლოკომოტივის ექსსკაუტი ხვიჩაზე ალაპარაკდა “ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როცა...” - მოსკოვის ლოკომოტივის ექსსკაუტი ხვიჩაზე ალაპარაკდა » Footballnews “ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როცა...” - მოსკოვის ლოკომოტივის ექსსკაუტი ხვიჩაზე ალაპარაკდა
გათიშვა

“ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როცა...” - მოსკოვის ლოკომოტივის ექსსკაუტი ხვიჩაზე ალაპარაკდა

“ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როცა...” - მოსკოვის ლოკომოტივის ექსსკაუტი ხვიჩაზე ალაპარაკდა
4 საათის და 25 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა სკაუტმა, ევგენი ხარლაჩიოვმა Match TV-სთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"როგორ აღმოვაჩინეთ ხვიჩა კვარაცხელია? ამ შემთხვევაში, პატივი უნდა მივაგოთ ტიშჩენკოს. როდესაც ხვიჩა საქართველოში გამოჩნდა, ის მხოლოდ 16 წლის იყო. მის სანახავად პირველად სწორედ ტიშჩენკო გაემგზავრა. შემდეგაც ბევრჯერ ჩაფრინდა და აკვირდებოდა მას. ასე რომ, ჩვენ უკვე წინასწარ ვიცოდით, რომ ხვიჩა „ლოკომოტივში“ აღმოჩნდებოდა.

"მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ის ჯერ კიდევ სრულიად ბავშვი იყო, ტიშჩენკომ თქვა, რომ მისგან ნამდვილი ფეხბურთელი დადგებოდა. 

"ამასთან, ხვიჩას თამაში პირველივე დღიდან არ დაუწყია, თუ გახსოვთ. მან „ლოკომოტივში“ ერთგვარი ადაპტაცია გაიარა", - თქვა ევგენი ხარლაჩიოვმა.

FACEBOOK კომენტარები