"მამარდაშვილი ძალიან იმედგაცრუებულია" - რა ინფორმაცია გავრცელდა ქართველ მეკარეზე "მამარდაშვილი ძალიან იმედგაცრუებულია" - რა ინფორმაცია გავრცელდა ქართველ მეკარეზე » Footballnews "მამარდაშვილი ძალიან იმედგაცრუებულია" - რა ინფორმაცია გავრცელდა ქართველ მეკარეზე
გათიშვა

"მამარდაშვილი ძალიან იმედგაცრუებულია" - რა ინფორმაცია გავრცელდა ქართველ მეკარეზე

"მამარდაშვილი ძალიან იმედგაცრუებულია" - რა ინფორმაცია გავრცელდა ქართველ მეკარეზე
3 საათის და 54 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

"ლივერპულის" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ძალიან იმედგაცრუებულია და სერიოზულად განიხილავს იჯარით წასვლის შესაძლებლობა. 

აღნიშნულ ინფორმაციას ექსკლუზიურად TeamTalk-ი იტყობინება და აქვე დასძენს, რომ ქართველი კარის დარაჯი რთული გადაწყვეტილების წინაშეა.

ჟურნალისტი გრემ ბეილი წერს, რომ ალისონის ტრავმისას გიორგიმ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, მაგრამ ეს გუნდის ჩავარდნის პერიოდს დაემთხვა, რაშიც ცხადია, ის დამნაშავე არ იყო, მთლად ალის უმაღლეს დონეზეც ვერ იასპარეზა. 

მწვრთნელმა არნე სლოტმა კი „ბრაიტონთან“ ასოციაციის თასზე მოულოდნელად სათადარიგოთა შორის დატოვა, კლუბი გრძელვადიან პერსპექტივაში მასზე იმედებს ამყარებს, თუმცა მოცემულ მომენტში სტაბილურად თამაშის ნაკლები შანსი აქვს.

როგორ გამოცემა წერს, ყველა ახალწვეული, გარდა გიგანტური ქართველისა, რომლის ღირებულება 35 მილიონი ევროა, სათამაშო დროს იღებს, ალისონის მუდმივი დუბლიორობა არ აწყობს და ისეთ გუნდში გადასვლას აპირებს, სადაც მეტი სათამაშო დრო და განვითარების საშუალება ექნება. 

გარდა ამისა, კლუბი ინფორმირებულია გიორგის შეშფოთებით და მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული არიან გუნდში მისი ხანგრძლივვადიანი მომავლით, თუ ასეთი შესაძლებლობა იქნება, არაა გამორიცხული, დროებით გაშვება განიხილონ. 


FACEBOOK კომენტარები