"ის უცხოპლანეტელს ჰგავდა..." - თორნიკე კვარაცხელიაზე იტალიაში წერენ "ის უცხოპლანეტელს ჰგავდა..." - თორნიკე კვარაცხელიაზე იტალიაში წერენ » Footballnews "ის უცხოპლანეტელს ჰგავდა..." - თორნიკე კვარაცხელიაზე იტალიაში წერენ
გათიშვა

"ის უცხოპლანეტელს ჰგავდა..." - თორნიკე კვარაცხელიაზე იტალიაში წერენ

"ის უცხოპლანეტელს ჰგავდა..." - თორნიკე კვარაცხელიაზე იტალიაში წერენ
3 საათის და წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ცნობილი იტალიური გამოცემა, todomercado ხვიჩა კვარაცხელიას პატარა ძმის, თორნიკეს შესახებ ახალ სტატიას აქვეყნებს.

"2022 წელს, როცა ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის შეუერთდა, ის უცხოპლანეტელს ჰგავდა. კვარამ თავისი ჯადოქრობებით მალევე მოიგო ნაპოლის გულშემატკივრის გული.

კვარაცხელიას სერია ა-ს კლუბთან ხსენება აჟიოტაჟს გამოიწვევს, თუმცა იტალიური კლუბის რადარზე კიდევ ერთი კვარაა - ჩვენ არ ვსაუბრობთ სხვა კვარაზე, ეს ხვიჩას ძმაა, რომელიც ინტერს სურს.

თორნიკე რამდენიმე კვირის წინ 16 წლის გახდა და თამაშის სტილით მის ძმას ძალიან ჰგავს. ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, ითამაშებს თუ არა თორნიკე ხვიჩას დონეზე, თუმცა ფაქტია, ის ნიჭიერი და თავის ასაკში გამორჩეულია.

თბილისში ინტერის აკადემიაა, სადაც კვარას ძმა თამაშობდა, ახლა კი ის ნერაძურის სურს, რაშიც მისი გვარი მნიშვნელოვან როლს თამაშობს", - წერს გამოცემა.

FACEBOOK კომენტარები