გაუგებრობა გიორგი მამარდაშვილის გარშემო - რას წერენ ინგლისურ პრესაში გაუგებრობა გიორგი მამარდაშვილის გარშემო - რას წერენ ინგლისურ პრესაში » Footballnews გაუგებრობა გიორგი მამარდაშვილის გარშემო - რას წერენ ინგლისურ პრესაში
გათიშვა

გაუგებრობა გიორგი მამარდაშვილის გარშემო - რას წერენ ინგლისურ პრესაში

გაუგებრობა გიორგი მამარდაშვილის გარშემო - რას წერენ ინგლისურ პრესაში
5 საათის და 7 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ინგლისის ასოციაციის თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ლივერპულმა ვულვზი 1-3 დაამარცხა და ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა.

საგულისხმოა, რომ ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილი კვლავ სათადარიგო სკამზე დარჩა. 

ამ დაპირისპირებამდე იყო მოლოდინი, რომ "წითლების" კარს ქართველი მეკარე დაიცავდა, თუმცა არნე სლოტმა არჩევანი კვლავ ალისონ ბეკერზე შეაჩერა და ქართველ მეკარეს თამაშის საშუალება სამწუხაროდ ისევ არ მიეცა.

მატჩის დასრულების შემდეგ ქართველი მეკარის თაობაზე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა — რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, 25 წლის კარის დარაჯი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლივერპულს აუცილებლად დატოვებს, რადგან არნე სლოტისთვის ალისონ ბეკერი შეუცვლელია. 

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ გამოცდილი ბრაზილიელი მეკარე ზაფხულში გუნდის დატოვებას არ გეგმავს, რაც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.

საკმაოდ დიდი შანსია გიორგი მამარდაშვილმა ახალი სეზონი, ახალ გუნდში დაიწყოს, თუმცა აქ გასარკვევია ქართველი სხვა კლუბში იჯარის წესით გადავა თუ პირდაპირი ტრანსფერი განხორციელდება.


FACEBOOK კომენტარები