დაუჯერებელი ფეხბურთელია, კვარა მანჩესტერში - რა ხდება რეალურად დაუჯერებელი ფეხბურთელია, კვარა მანჩესტერში - რა ხდება რეალურად » Footballnews დაუჯერებელი ფეხბურთელია, კვარა მანჩესტერში - რა ხდება რეალურად
გათიშვა

დაუჯერებელი ფეხბურთელია, კვარა მანჩესტერში - რა ხდება რეალურად

დაუჯერებელი ფეხბურთელია, კვარა მანჩესტერში - რა ხდება რეალურად
2 საათის და 38 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

"მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლ პარკერმა „წითელ ეშმაკებს“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ურჩია. 

"ხვიჩა დაუჯერებელი ფეხბურთელია და ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანჩესტერისთვის ბრწყინვალე ტრანსფერი იქნებოდა. 

"მას შეუძლია, ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგოს და რატომ მოუნდება ამის შემდეგ „ოლდ ტრაფორდზე“ გადმოსვლა? შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენში“ კმაყოფილი იყოს, მაგრამ ხომ არსებობს ალბათობა, რომ გამოვიდეს და თქვას, სხვა ჩემპიონატში მინდა ძალების მოსინჯვაო. 

"კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც თავდაუზოგავად მუშაობს. 

"მარცხენა ფლანგზე ის გუნდს მატეუს კუნიაზე მეტ ხარისხს შესძენს, ამიტომ მის ვარიანტს აუცილებლად განვიხილავდი", - თქვა პოლ პარკერმა.

FACEBOOK კომენტარები