რა მოხდა რეალურად - რატომ დააკავეს ნოდარ ლომინაძე შვეიცარიის საზღვარზე რა მოხდა რეალურად - რატომ დააკავეს ნოდარ ლომინაძე შვეიცარიის საზღვარზე » Footballnews რა მოხდა რეალურად - რატომ დააკავეს ნოდარ ლომინაძე შვეიცარიის საზღვარზე
გათიშვა

რა მოხდა რეალურად - რატომ დააკავეს ნოდარ ლომინაძე შვეიცარიის საზღვარზე

რა მოხდა რეალურად - რატომ დააკავეს ნოდარ ლომინაძე  შვეიცარიის საზღვარზე
1 საათის და 55 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

საქართველოს ნაკრებისა და პორტუგალიური „ეშტორილის“ ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე შვეიცარიის საზღვარზე დააკავეს. 

აღნიშნულ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. წყაროს თანახმად, ლომინაძე პორტუგალიაში დაბრუნებისას შვეიცარიის საზღვარზე დააკავეს და 24 საათი იზოლატორში გაატარა. 

ამ ყველაფრის მიზეზი პორტუგალიური კლუბის შეცდომა იყო. „ეშტორილმა“ ფეხბურთელს სამუშაო ვიზის თარიღები შეცდომით გაუკეთა, რის შემდეგაც ავტომატურად ლომინაძემ ევროკავშირის სასაზღვრო წესები დაარღვია.

ამჟამად კლუბი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად საბუთებში არსებული შეცდომა გამოასწორონ და ფეხბურთელი გუნდს დაუბრუნდეს. 

იქამდე კი ლომინაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საელჩოს ჩართულობით საქართველოში დაბრუნდა და საბუთების მოგვარებამდე ვარჯიშს აქ გააგრძელებს.

FACEBOOK კომენტარები