რას წერენ უცხოურ მედიაში გიორგი მამარდაშვილის შესახებ რას წერენ უცხოურ მედიაში გიორგი მამარდაშვილის შესახებ » Footballnews რას წერენ უცხოურ მედიაში გიორგი მამარდაშვილის შესახებ
გათიშვა

რას წერენ უცხოურ მედიაში გიორგი მამარდაშვილის შესახებ

რას წერენ უცხოურ მედიაში გიორგი მამარდაშვილის შესახებ
2 საათის და 40 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

The Empire of The Kop-მა მიაკვლია ფეხბურთელს, რომელსაც ლამის მთელი გუნდის შეცდომებსა და წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობას აკისრებს. აი, რას წერს გამოცემის ჟურნალისტი პიტერ კენი ჯონსი.

"ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი არა მარტო განმარტავს შედეგს, არამედ ავლენს გაცილებით ღრმა პრობლემას, რომელიც მთელი სეზონის მანძილზე ვითარდებოდა. „მანჩესტერ სიტისთან“ ინგლისის თასზე მძიმე მარცხმა ჩვენი თამაშის კრიტიკა მხოლოდ გაამძაფრა და ალისონის მონაწილეობით ჩატარებული მატჩების მაჩვენებლები ზუსტად ასახავს, სად მიდის საქმეები არასწორად. 

"ბრაზილიელი მეკარის არყოფნისას ერთი საკვანძო ტენდენცია გამოიკვეთა. ამ სეზონში მერსისაიდულმა გუნდმა ყველა ტურნირზე 15 შეხვედრა წააგო, რომელთაგან 10 იმის გამო მოხდა, რომ ალისონი არ თამაშობდა (ერთ-ერთი მათგანი იყო, როდესაც გალათასარაისთან სექტემბერში, 56-ე წუთზე ტრავმირებულმა დატოვა მოედანი). მარტივად რომ ვთქვათ, როცა ალისონი მოედანზე არ არის, წაგების გაცილებით მეტი შანსია. 

"ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში ჩვენი დამარცხებების დაახლოებით ორ მესამედს იმ პერიოდში ჰქონდა ადგილი, როდესაც კარში პირველი ნომერი არ იდგა, რაც ნათელი დადასტურებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 33 წლის ბეკერი გუნდისთვის. საქმე მხოლოდ დარტყმების მოგერიებაში როდია, მისი მოედანზე ყოფნა დაცვას, რომელიც უკანასკნელ ხანს მოწყვლადია, სიმშვიდეს, ორგანიზებულობას და თვითდაჯერებას მატებს"

FACEBOOK კომენტარები