ხვიჩას გვერდში ედგა! - ნიცა თავაძის ემოციები მატჩის დროს ხვიჩას გვერდში ედგა! - ნიცა თავაძის ემოციები მატჩის დროს » Footballnews ხვიჩას გვერდში ედგა! - ნიცა თავაძის ემოციები მატჩის დროს
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

ხვიჩას გვერდში ედგა! - ნიცა თავაძის ემოციები მატჩის დროს

ხვიჩას გვერდში ედგა! - ნიცა თავაძის ემოციები მატჩის დროს
3 დღის და 6 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. "პსჟ-მ" მიუნხენის "ბაიერნთან" სტუმრად ფრე ითამაშა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა, რადგან პარიზში გამართული პირველი შეხვედრა ფრანგულმა კლუბმა 5:4 მოიგო.

ქართველმა ვინგერმა ამ მატჩშიც გამოიჩინა თავი და ბრწყინვალე საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გადაცემით უსმან დემბელემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუპოვა.

ამ ისტორიულ თამაშს "პსჟ-ს" ფეხბურთელების მეუღლეებიც ესწრებოდნენ. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო ნიცა თავაძეც - ის ტრიბუნებზე ლუკას ერნანდესისა და მატვეი საფონოვის მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდა.

ფოტოებმა სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება დაიმსახურა. კადრებიდან ჩანს, რომ გოგონებმა დრო არაჩვეულებრივად გაატარეს და საყვარელი გუნდის წარმატება ემოციურად აღნიშნეს.


FACEBOOK კომენტარები