2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 48 ნაკრები იასპარეზებს, თუმცა ტურნირს სხვადასხვა მიზეზის გამო, მაინც არაერთი ვარსკვლავი დააკლდება.
GiveMeSport-მა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც მთავარ საფეხბურთო ტურნირზე ვერ ითამაშებენ.
რეიტინგს ლიდერობს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ ჟერმენის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელზეც ვებგვერდი წერს:
,,2022-2023 წლების სეზონში ნაპოლის ტრიუმფში მთავარი როლის შესრულების შემდეგ, სერია A-ში კვარაცხელიას შედეგიანობა ოდნავ შემცირდა, თუმცა საფრანგეთში გადასვლისთანავე, მას საოცარი სტარტი ჰქონდა.
ბურთის ფლობისას ცბიერი გარემარბი დრიბლინგითა და მეტოქეზე ზეწოლის უნარით გამოირჩევა. ეს ყველაფერი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიამ ევრო 2024-ზე იასპარეზა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენით შემდეგი ნაბიჯი ვერ გადადგა.''
- GiveMeSport
GiveMeSport-ის თერთმეტეულში არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი, მათ შორის რობერტ ლევანდოვსკი, უგო ეკიტიკე, ვიქტორ ოსიმენი, ედუარდუ კამავინგა,
დუშან ვლაჰოვიჩი და დომინიკ სობოსლაი მოხვდნენ:
- ხვიჩა კვარაცხელია - საქართველო
- რობერტ ლევანდოვსკი - პოლონეთი
- უგო ეკიტიკე - საფრანგეთი
- ჯანლუიჯი დონარუმა - იტალია
- დომინიკ სობოსლაი - უნგრეთი
- ალესანდრო ბასტონი - იტალია
- ედუარდუ კამავინგა - საფრანგეთი
- როდრიგო - ბრაზილია
- ბრაიან მბემო - კამერუნი
- ვიქტორ ოსიმენი - ნიგერია
- სერუ გირასი - გვინეა
- იან ობლაკი - სლოვენია
- ადემოლა ლუკმენი - ნიგერია
- რიკარდო კალაფიორი - იტალია
- სანდრო ტონალი - იტალია
- ხავი სიმონსი - ნიდერლანდები
- დუშან ვლაჰოვიჩი - სერბეთი
- ბენიამინ შეშკო - სლოვენია
- კარლოს ბალება - კამერუნი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 3 ქულით ჯგუფის მე-3 პოზიციაზე დაასრულა. ჩვენი ჯგუფიდან მუნდიალზე ესპანეთი გავიდა, თურქეთმა კი საგზური პლეი-ოფიდან გაიფორმა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ