გთავაზობთ ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს, რომელშიც ის თავისი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტებს იხსენებს:
„რუსეთში მივდივარ. მოსკოვში. 17 წლის, თითქმის 18-ის. ძალიან ახალგაზრდა. და სრულიად მარტო. მშობლები ნერვიულობენ. მამაჩემი ძალიან შეწუხებულია. ჩემთვისაც რთული იყო. გარკვეულწილად სტრესული, რადგან ოჯახს ვტოვებდი“.
„მაგრამ როდესაც ვარჯიშს ვიწყებ, საკუთარ თავს ვეუბნები: აქ რისთვის ჩამოვედი? მაისურზე ჩემი გვარი წერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახი თან მყავს. მათთვის უნდა ვიშრომო. მხოლოდ ჩემთვის არა. მათი იმედები არ უნდა გავაცრუო. უნდა ვასახელო ისინი. ამიტომ საკუთარ თავს ვუთხარი: ბოლომდე დაიხარჯე-მეთქი“.
„თუმცა, ძალიან დიდი სიმარტოვე იყო. საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდი. მეგობრები არ მყავდა. მგონი, მხოლოდ მე და დაცვის თანამშრომლები ვიყავით. სხვა ფეხბურთელები სხვაგან ცხოვრობდნენ. იქ მარტო ვიყავი. საჭმელადაც მარტო დავდიოდი. ცოტა არ იყოს, საშიში ადგილიც კი იყო! არ ვხუმრობ! უღრან ტყეში მდებარეობდა და გარეთ სასეირნოდ ვერ გახვედოდი, რადგან ძაღლები და მსგავსი რაღაცები იყო. ყოველ წამს საწვრთნელ ბაზაზე ვატარებდი. მოსკოვის ცენტრშიც კი არ გავსულვარ. არსად“.
„ღამით საწვრთნელ ბაზაზე განათება არ იყო. როცა სავარჯიშოდ გავდიოდი, ხანდახან უკვე ღამე იყო, მაგრამ მაინც ვმუშაობდი. დამატებითი ვარჯიში. ოღონდ, სინათლის გარეშე. ზოგჯერ დაცვის თანამშრომელი გამოდიოდა. სიბნელეში მასაც კი ეშინოდა. 'ჰეი, ბალახზე ვინ დარბის?' – მე ვიყავი“.
„ჩრდილებში ვდრიბლინგობდი. ეს კაცი კარგი ადამიანი იყო. ყოველ ჯერზე მეუბნებოდა: 'მორჩი, კარგი? ახლა უკვე დაასრულე'. მაგრამ სხვა გასაკეთებელი არაფერი მქონდა. ვერაფერს ვაკეთებდი. მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. ასე რომ, ღამით ვმუშაობდი, ყოველ ღამე“.
„ასეთი განწყობა მქონდა: საქართველოში იმის გამო ვერ დავბრუნდები, რომ ცუდი ვიყავი. კარგად უნდა ვითამაშო. ბევრი უნდა ვიშრომო. ჩემი ოჯახი და ჩემი ქვეყანა მიყურებს. მინდა, რომ ყოველთვის ვასახელო ისინი“.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ