"პსჟ-ში რომ გადავიდა, დავურეკე და..." - ოსიმენის კომენტარი ხვიჩაზე "პსჟ-ში რომ გადავიდა, დავურეკე და..." - ოსიმენის კომენტარი ხვიჩაზე » Footballnews "პსჟ-ში რომ გადავიდა, დავურეკე და..." - ოსიმენის კომენტარი ხვიჩაზე
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

"პსჟ-ში რომ გადავიდა, დავურეკე და..." - ოსიმენის კომენტარი ხვიჩაზე

"პსჟ-ში რომ გადავიდა, დავურეკე და..." - ოსიმენის კომენტარი ხვიჩაზე
1 საათის და 58 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი ჯონ ობი მიკელის პოდკასტს სტუმრობდა, სადაც კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

"ხვიჩასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მოედნის მიღმა საოცარი ადამიანია, მოედანზე კი, ყველამ ვიცით, რა ფანტასტიკური ფეხბურთელია.

ვიცოდი, რომ დიდ ნაბიჯს გადადგამდა. ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდებოდა. 

კვარაცხელიასთან ხშირად ვლაპარაკობ და მან ეს ყველაფერი დაიმსახურა. როცა პარი სენ-ჟერმენში გადავიდა, ვუთხარი: „ეს დაიმსახურე. პარიზში წადი და სიამოვნება მიიღე. ვიცი, რომ იქ საოცარ რაღაცებს გააკეთებს.

მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია, ბევრს მიაღწიოს“, - ამბობს ნიგერიელი.



FACEBOOK კომენტარები