ანზორ მექვაბიშვილის "უნივერსიტატეამ" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად 4:1 აჯობა ბელარუსის ჩემპიონ "ვიტებსკს" და ფაქტობრივად გაინაღდა შემდგომ ეტაპზე გასვლა. ცნობილი მიზეზის გამო, "ვიტებსკმა" კრაიოველებს უნგრეთში უმასპინძლა.
ძირითადში იყო საქართველოს ნაკრების 25 წლის საყრდენი, რომელმაც 67 წუთი ითამაშა. თამაშამდე ის ყურადღების ეპიცენტრში მოექცა - ბელარუს მოთამაშეებს ხელი არ ჩამოართვა მის ორ თანაგუნდელთან, უკრაინელ მცველ ოლეკსანდრ რომანჩუკთან და პორტუგალიელ ნახევარმცველ ტელიეშთან ერთად.
"ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ქართველი მექვაბიშვილი, უკრაინელი რომანჩუკი და პორტუგალიელი ტელიეში არ მიესალმნენ ბელარუს ფეხბურთელებს. ამ ჟესტით მათ გამოხატეს პოზიცია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით. ბოლო წლებში რუსეთისა თუ ბელარუსის წარმომადგენელი სპორტსმენების მიმართ ასეთი ჟესტი არაერთმა სპორტსმენმა გამოიყენა", - წერს რუმინული "დიჯი სპორტი".
წყარო: Lelo.ge
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ