ასე განახლდება დინამო არენა - მეგა პროექტის დეტალები ცნობილი გახდა ასე განახლდება დინამო არენა - მეგა პროექტის დეტალები ცნობილი გახდა » Footballnews ასე განახლდება დინამო არენა - მეგა პროექტის დეტალები ცნობილი გახდა
გათიშვა

ასე განახლდება დინამო არენა - მეგა პროექტის დეტალები ცნობილი გახდა

ასე განახლდება დინამო არენა - მეგა პროექტის დეტალები ცნობილი გახდა
2 საათის და 18 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

სანდო ქართული გამოცემა 90 წუთი დინამო არენას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს:

დინამო არენაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2026 წლის დეკემბერში დაიწყება და 2 წელი გაგრძელდება.

დინამო არენის რეკონსტრუქციის დაწყების პერიოდად სახელდება დეკემბერი, როდესაც საქართველოს უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონი დასრულდება და საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის კალენდარული წლის მატჩებს ჩაატარებს.

ვინაიდან, სტადიონის ნაწილი თბილისის მერიის საკუთრებაშია, ახალ პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის ფინანსურ საკითხებზე, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. 

ამ ეტაპზე უცნობია, დინამო არენის რეაბილიტაცია სრულად დაფინანსდება თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ბოლო ინფორმაციით, დაგეგმილია:

მაყურებელის რაოდენობის გაზრდა 70 000+ /-მდე;

გადახურვა;

სარბენი ბილიკების გაუქმება და არენის სუფთა საფეხბურთო სტადიონად გადაქცევა;

პირველი იარუსის სრული სახეცვლილება (პირველადი ინფორმაციით, ბასიანის გაუქმებაც);

დამატებითი შესასვლელები;

საზოგადოებრივი სივრცის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების მატჩისწინა შეკრებებს;

საპარკინგე ადგილების შექმნა.

დინამო არენა დინამო თბილისის საშინაო სტადიონია, აღნიშნულ არენაზე მატჩებს მართავს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც. ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, შემდეგ სეზონებში, რომელ სტადიონს გამოიყენებს საშინაო არენად დინამო თბილისი და სრულად გადავა თუ არა ეროვნული ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონზე ან/და ბათუმში.

დინამოს სტადიონი 1936 წელს გაიხსნა, ავტორი არჩილ ქურდიანი იყო. მას შემდეგ, 90 წლის განმავლობაში, პროექტის განახლებაზე ქურდიანების ოთხმა თაობამ იმუშავა და პროექტზე ამჯერადაც, ქურდიანების სტუდია მუშაობს.

FACEBOOK კომენტარები