ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა ვალიდ აშერშურიმ RMC Sport-ის საფეხბურთო გადაცემაში "ოქროს ბურთის" შესახებ ისაუბრა.
მისი აზრით, წელს ეს ჯილდო საქართველოს ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა მოიგოს.
"პირადად ჩემთვის ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" მოგების მთავარი ფავორიტია და ეს ჯილდო მას ეკუთვნის. მან გასულ სეზონში ყველაზე მეტი გააკეთა, რათა საკუთარ გუნდს ტიტული მოეგო. ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და მნიშვნელოვან მატჩებში თავისი სიტყვა თქვა.
"ამ ყველაფერს ის ფაქტორიც ემატება, რომ მსოფლიო ჩემპიონატი არცერთ ფეხბურთელს გამორჩეული არ ჰქონია. ესპანეთის ნაკრებიდან პრეტენდენტებად როდრი და ლამინ იამალი შეიძლება ვიფიქროთ, მაგრამ მათზე ძლიერი სეზონი ინდივიდუალურად კილიან მბაპეს ჰქონდა, თუმცა არაფერი მოუგია, ეს კი დიდი პრობლემაა.
"როდრის საკლუბო სეზონში "სიტის" შემადგენლობაში არაფერი გაუკეთებია, ხოლო ლამინ იამალს მსოფლიოზე თავი დიდად არ გამოუჩენია, ამაზე მისი სტატისტიკაც მეტყველებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას მე რომ ვიღებდე, "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას მივცემდი, თუმცა საბოლოოდ, ვფიქრობ, ამ პრიზს მისი ეროვნებიდან გამომდინარე ვერ მოიგებს. ვნახოთ, სუპერთასზე "ასტონ ვილასთან" და საფრანგეთის სუპერთასზე "ლანსთან" რა მოხდება", - განაცხადა აშერშურიმ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ