ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას არ ივიწყებს ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას არ ივიწყებს » Footballnews ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას არ ივიწყებს
გათიშვა

ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას არ ივიწყებს

ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას არ ივიწყებს
2 საათის და 19 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

Sky Sport-ის ინფორმაციით, იტალიელმა სპეციალისტმა ლუჩანო სპალეტიმ, რომელმაც წარსულში არაერთი დიდი კლუბი გაწვრთნა, მისი სიმბოლური გუნდი შეადგინა.

იტალიელმა სპეციალისტმა თავისი სიმბოლური გუნდი დააკომპლექტა იმ ფეხბურთელებისგან, რომლებთანაც კარიერის განმავლობაში უმუშავია.

სია, რომელშიც მოხვდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ფრანჩესკო ტოტი, მოჰამედ სალაჰი და ედინ ჯეკო, ეს სია ხვიჩა კვარაცხელიამაც გაამშვენა — ქართველი ფეხბურთელი იტალიელმა მწვრთნელმა ერთ-ერთ მთავარ შემოქმედებად შეარჩია.

სპალეტის სიმბოლური გუნდი ასეთია:

მეკარე: ვოიცეხ შესნი 

მცველები: ჯოვანი დი ლორენცო, კალიდუ კულიბალი კრისტიან კივუ მარეკ იანკულოვსკი 

ნახევარმცველები: დავიდ პისარო, დანიელე დე როსი, მოჰამედ სალაჰი, ფრანჩესკო ტოტი ხვიჩა კვარაცხელია 

თავდამსხმელი: ედინ ჯეკო.



FACEBOOK კომენტარები