არა მიქაუტაძეს - ცნობილია, ვისი ყიდვა გადაწყვიტა ფლიკმა ბარსელონაში არა მიქაუტაძეს - ცნობილია, ვისი ყიდვა გადაწყვიტა ფლიკმა ბარსელონაში » Footballnews არა მიქაუტაძეს - ცნობილია, ვისი ყიდვა გადაწყვიტა ფლიკმა ბარსელონაში
გათიშვა

არა მიქაუტაძეს - ცნობილია, ვისი ყიდვა გადაწყვიტა ფლიკმა ბარსელონაში

არა მიქაუტაძეს - ცნობილია, ვისი ყიდვა გადაწყვიტა ფლიკმა ბარსელონაში
4 საათის და 52 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

როგორც მოგეხსენებათ, ბარსელონა თავდასხმის ხაზის გაძლიერების ვარიანტებს აქტიურად განიხილავს, თუმცა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს არგენტინელი ფორვარდის, ხულიან ალვარესის ტრანსფერის განხორციელება სულ უფრო რთულდება. 

გამოცემა 'Marca'-ს ჟურნალისტის დავიდ სანჩესის ცნობით, თუ ატლეტიკოს თავდამსხმელის გადმობირება საბოლოოდ ჩაიშლება, მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კლუბის ხელმძღვანელობას მოულოდნელი კანდიდატურა შესთავაზა.

ირკვევა, რომ ეს დასახელებული ფეხბურთელი ვილიარეალის თავდამსხმელი აიოზე პერესია. 

სანჩესის ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტი 32 წლის ესპანელის თამაშს მაღალ შეფასებას აძლევს და ალვარესის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, სწორედ მას მიიჩნევს ყველაზე რეალურ და ოპტიმალურ ვარიანტად.

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ ბარსელონასთან კავშირში გიორგი მიქაუტაძეს სახელმაც გაიჟღერა, თუმცა, როგორც ჩანს, კატალონიელებმა არჩევანი ქართველის თანაგუნდელზე გააკეთეს.

FACEBOOK კომენტარები