"ვფიქრობ, ლევანდოვსკი ამაში ძალიან დამეხმარება" - ანზორ მექვაბიშვილი "ვფიქრობ, ლევანდოვსკი ამაში ძალიან დამეხმარება" - ანზორ მექვაბიშვილი » Footballnews "ვფიქრობ, ლევანდოვსკი ამაში ძალიან დამეხმარება" - ანზორ მექვაბიშვილი
გათიშვა

"ვფიქრობ, ლევანდოვსკი ამაში ძალიან დამეხმარება" - ანზორ მექვაბიშვილი

"ვფიქრობ, ლევანდოვსკი ამაში ძალიან დამეხმარება" - ანზორ მექვაბიშვილი
2 საათის და 50 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

რამდნეიმე დღის წინ ანზორ მექვაბიშვილის "ჩიკაგო ფაიერსის" რიგებში ტრანსფერი დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ ამ კლუბში ასევე ლეგენდარული რობერტ ლევანდოვსკი თამაშობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ანზორმა კომენტარი გააკეთა.

"ძალიან მაინტერესებს, MLS-ში რა დონეა. ვხედავ, რომ იქაური კლუბები ბევრ ძლიერ ფეხბურთელს იმატებენ და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. რობერტ ლევანდოვსკის ხარისხისა და კარიერის მქონე ფეხბურთელის მხარდამხარ თამაში საოცარი გამოცდილება იქნება. 

"ის ყველაფერში დამეხმარება — როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე მოედანზე. მის გვერდით თამაშის პერსპექტივა აღმაფრთოვანებელია. ამ მომენტს მოუთმენლად ველოდები", - თქვა მექვაბიშვილმა.

გირჩევთ