რატომ ჩქარობს პსჟ ხვიჩასთან კონტრაქტის გაფორმებას რატომ ჩქარობს პსჟ ხვიჩასთან კონტრაქტის გაფორმებას » Footballnews რატომ ჩქარობს პსჟ ხვიჩასთან კონტრაქტის გაფორმებას
გათიშვა

რატომ ჩქარობს პსჟ ხვიჩასთან კონტრაქტის გაფორმებას

რატომ ჩქარობს პსჟ ხვიჩასთან კონტრაქტის გაფორმებას
1 საათის და 23 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ცნობილი ფრანგული გამოცემა l'équipe-ს ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ პსჟ სხვა საკითხებზე, კერძოდ ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაგრძელებაზე გადაერთო. 

უკვე მიღწეულია შეთანხმება უსმან დემბელესთან, ფაბიან რუისთან, ლუკას ბერალდოსთან, ვილიან პაჩოსთან და სენი მეილიუსთან, მთავარი კი ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების სასწრაფოდ გახანგრძლივებაა.

PlanetePSG განმარტავს, თუ რატომ ჩქარობს პარიზული კლუბი ქართველთან 2029 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის განახლებას: „პრიორიტეტული ამოცანა ხვიჩა კვარაცხელიასთან რაც შეიძლება სწრაფად თანამშრომლობის გაგრძელებაა. 

„პარი სენ ჟერმენი“ რამდენიმე კვირის მანძილზე აწარმოებდა მასთან მოლაპარაკებებს, რომლებიც წარმატებით მიმდინარეობს და შეიძლება მალე მხარეები ხელშეკრულების 2030 ან 2031 წლის 30 ივნისამდე გახანგრძილივებაზე ხელფასის არსებითად მომატებით შეთანხმდნენ.

პსჟ-ს სურს, ეს „ოქროს ბურთის“ შედეგების გამოცხადებამდე მოხდეს, რათა გართულებებს იმ შემთხვევისთვის აარიდონ თავი, თუ ხვიჩა ჯილდოს მფლობელი გახდება.

გირჩევთ