"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის განცხადებაზე "ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის განცხადებაზე » Footballnews "ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის განცხადებაზე
გათიშვა

"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის განცხადებაზე

"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის განცხადებაზე
1 საათის და 22 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

რამდენიმე თვის წინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ინტერვიუში ოქროს ბურთძე ისაუბრა.

მან განაცხადა, რომ 2026 წელს ეს ჯილდო აუცილებლად მაიკლ ოლისემ უნდა მოიგოს.

ქართველი გულშემატკივრის მხრიდან ამ განცხადებას, რა საკვირველია, რეაქცია მოჰყვა, რადგან ამ პრიზისთვის ხვიჩა კვარაცხელიაც იბრძვის.

სანიოლის ნათქვამს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი ეხმაურება:

"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო, არ ვიცი რა კონტექსტში დაუსვეს შეკითხვა, თუმცა ობიექტურადაც რომ მივუდგეთ, როგორც ფეხბურთელი და ასევე გასული სეზონის მიხედვით, პირადად ჩემთვის ხვიჩა კვარაცხელია მაიკლ ოლისეზე უკეთესია.

დარწმუნებული ვარ ვილიც ასე ფიქრობს და გამომდინარე იქიდან, რომ ვიცი მათი ურთიერთობის შესახებ, ამ თემასთან დაკავშირებით პირადად აუცილებლად დაილაპარაკებენ“.

გირჩევთ