გიორგი მამარდაშვილის ლივერპულმა ინგლისის ლიგის თასზე ტოტენჰემი 3:1 დაამარცხა.
ქართველმა მეკარემ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, ხოლო ბოლო წუთებზე, როცა ანგარიში 2:1 იყო, ომარ მარმუშს ურთულესი ბურთი აუღო, რამაც პრაქტიკულად ლივერპულს შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა.
შეხვედრის შემდეგ მერსეიაიდელთა თავკაცმა, არნდონი ირაოლამ მედიასთან ისაუბრა.
"მართალია, ბევრი ცვლილება განვახორციელე, მაგრამ ვფიქრობ, ეს აუცილებელი იყო, რადგან ცოტა ხნის წინ დავინახეთ, რომ ენერგია გვაკლდა და „ახალი ძალები“ გვჭირდებოდა. კმაყოფილი ვარ, რადგან ყველა ფეხბურთელმა მაღალი ტემპი და აგრესიულობა შემოიტანა თამაშში.
"ვფიქრობ, მატჩის ბევრი კომპონენტი კარგად შევასრულეთ. ასევე მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და მომდევნო ეტაპზე გავედით.
"ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შეცვლის მომენტში ფეხბურთელი უკვე დაღლილი იყო: ტრეი [ნიონის] კუნთები ეჭიმებოდა, რიო [ნგუმოჰას] სირბილის ძალა აღარ ჰქონდა, იგივე მდგომარეობაში იყო [ჯეიმს] მაკკონელიც. როცა ასე ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მოედანზე თავიანთი მაქსიმუმი გაიღეს. ისინი განსაკუთრებით ენერგიულად გამოიყურებოდნენ, გამოირჩეოდნენ ორთაბრძოლების მოგების სურვილითა და მეტოქისთვის საკუთარი ყოფნის შეგრძნების ძალით. მიხარიოდა მათი ამბავი", - თქვა ირაოლამ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ