დიდი ამბავია! - ვინ ჩამოვა თბილისში ხვიჩასთვის ოქროს ბურთზე მხარდასაჭერად დიდი ამბავია! - ვინ ჩამოვა თბილისში ხვიჩასთვის ოქროს ბურთზე მხარდასაჭერად » Footballnews დიდი ამბავია! - ვინ ჩამოვა თბილისში ხვიჩასთვის ოქროს ბურთზე მხარდასაჭერად
გათიშვა

დიდი ამბავია! - ვინ ჩამოვა თბილისში ხვიჩასთვის ოქროს ბურთზე მხარდასაჭერად

დიდი ამბავია! - ვინ ჩამოვა თბილისში ხვიჩასთვის ოქროს ბურთზე მხარდასაჭერად
1 საათის და 11 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

Ballon d’Or Week Tbilisi-ის ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, ჟულიენ ლორენსი ეწვევა – ინფორმაციას Sports Orient-ი ავრცელებს, რომლის მოწვევითაც თბილისში BBC-ის, TNT-ის, ESPN-ისა და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ჩამოვლენ.

ავტორიტეტული ფრანგი ჟურნალისტი თავისი მკაფიო პოზიციით გამოირჩევა – იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას მიიჩნევს. 

ამასთანავე, ლორენსი კილიან მბაპეს შესახებ დაწერილი წიგნის ავტორია.

Sports Orient-ის ორგანიზებით, 18 ოქტომბერს, თბილისი Ballon D’or Week-ს უმასპინძლებს. ამ დღეს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენიდან, ჟულიენ ლორენსი თანამედროვე ფეხბურთის მნიშვნელოვან მოვლენებზე, საფეხბურთო კულისებსა და, რა თქმა უნდა, ოქროს ბურთის (Ballon d’Or) გარშემო არსებულ მთავარ ამბებზე ისაუბრებს.


გირჩევთ