"ეს სრული ფეიქია, რადგან..." - ხვიჩას ოქროს ბურთზე განცხადება გაკეთდა "ეს სრული ფეიქია, რადგან..." - ხვიჩას ოქროს ბურთზე განცხადება გაკეთდა » Footballnews "ეს სრული ფეიქია, რადგან..." - ხვიჩას ოქროს ბურთზე განცხადება გაკეთდა
გათიშვა

"ეს სრული ფეიქია, რადგან..." - ხვიჩას ოქროს ბურთზე განცხადება გაკეთდა

"ეს სრული ფეიქია, რადგან..." - ხვიჩას ოქროს ბურთზე განცხადება გაკეთდა
1 საათის და 13 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ლიგა 1-ის მე-5 ტურში პსჟ-მა გასვლაზე "მარსელს" 2:1 სძლია. პარიზელთა დამრიგებელმა ლუის ენრიკემ მატჩის 59-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე ფერან ტორესი შეუშვა, რომელმაც 7 წუთში გუნდი დააწინაურა. 

შეხვედრას RMC-ის ფრანგი ჟურნალისტი დანიელე რიოლო გამოეხმაურა, რომელიც ჩვენებურის მისამართით დადებითად განწყობილი არც აქამდე იყო და ახლა თქვა, რომ ხვიჩასთვის "ოქროს ბურთის" მიცემა შეუძლებელია. 

"როდესაც მესმის, რომ ზოგიერთი ადამიანი კვარაცხელიასთვის "ოქროს ბურთის" გადაცემას მოითხოვს... ეს სრულიად შეუძლებელია! აღფრთოვანებული ვარ ამ ფეხბურთელით, მაგრამ ის ისეთი ტიპია, რომელიც მხოლოდ საზეიმო ღონისძიებებზე ჩნდება. ეს საკმარისი არ არის...

დღევანდელ საღამოს ის აბსოლიტური "ფეიქი" იყო", - თქვა რიოლომ. 


გირჩევთ